ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთი— გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.

თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა  (ფრანგ Fédération Internationale de Football Association; აკრონიმი – FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის.

Posted in Uncategorized | Leave a comment

დედამიწა

დედამიწა მზის სისტწმის მზიდან მესამე პლანეტაა,. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი ტვარე დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო  გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.

XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების  შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობ  http://youtu.be/lsdYuravPH8ით.

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

საფრანეთი

საფრანგეთი

საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია,იტალია, მონაკო,ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი  ნიდერლანდის ანტილები. საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელიტ რომელიც გადის ლა-მანშის ქვეშ.

საფრანგეთი არის განვითარებული და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და  იგი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჯაზი

ჯაზი

ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის და ევროპული  მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.

ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი  აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა…“

მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ევროპა

ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების  წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა, ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება, არამედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე, პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი “შვიდეულიდან”. იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია, მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის .ევროპა

http://youtu.be/XtND1kZmjrkeuropa-popoli

Posted in Uncategorized | Leave a comment

ცეკვა

ცეკვა

ცეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას თავიდან რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა.
ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური, მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სცენური ცეკვა – ბალეტი.
პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია მე-15 საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები – მე-16 საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა მე-17 საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები მე-20 საუკუნის პირმშოა.

Posted in Uncategorized | Leave a comment

მუსიკა

მუსიკა

 

მუსიკა —ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია კინო  განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან მუსიკას.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

Posted in Uncategorized | Leave a comment